ხვალ და ზეგ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 10-დან 14 გრადუსამდე იქნება.
18 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მეტრი წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში 19-24 გრადუსს მიაღწევს.
19 ნოემბრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 12-17 გრადუსი იქნება.