ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ევროპის საბჭოდან გასვლით იმუქრება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ევროპის საბჭოდან გასვლით იმუქრება. მან ამის შესახებ მმართველი პარტიის 25 წლის იუბილესადმი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალიევი ამბობს, რომ ბაქოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებში კრიზისი, ორგანიზაციის გენერალურ მდივან ტორბიონ იაგლანდის გამო დაიწყო.

„ჩვენ უბრალოდ ვდგამთ ადეკვატურ ნაბიჯებს იმ უსამართლო ზომების წინააღმდეგ. ჩვენზე თავდასხმას არავის ვაპატიებთ” – განაცხადა ალიევმა.

​ევროპელი მაღალჩინოსნები აზერბაიჯანს სასამართლოთი დაემუქრნენ. მათი თქმით, ბაქო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტს არ ასრულებს და დაკავებული ოპოზიციონერის გაშვებაზე უარს ამბობს.

კერძოდ, საუბარია ილჰარ მამედოვზე, რომლის გასათავისუფლებად ვადა ბაქოს 29 ნოემბრამდე აქვს.

 

წყარო: 1tv.ge

იტვირთბა....