16 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება, – ამის შესახებ კომპანია „თელასში” აცხადებენ. კომპანიაში ამბობენ, რომ ელექტროენერგიის საიმედოობის გაზრდის მიზნით შეუფერხდებათ მოქალაქეებს დენის მიწოდება.
მათი ინფორმაციით, ელექტრომომარაგება 9 რაიონის მცხოვრებლებს შეეზღუდებათ. კერძოდ:
დიდგორის რაიონი
09:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯორის, კიკეთის, ბეთანიის და წავკისის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თოფურიასა და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
11:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩანჩიბაძის, ჩიტაიას და საბჭოს ქუჩების მცხოვრებლებს.
12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და მარჯანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიაბის შესახვევის, საბანაკოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბეღლეთის, სომხეთის, მუჯირიშვილის, შილდის, საინგილოს, ფშავის, რუისპირის, ნაქერალის, ოძისის, ჟონეთის, აბრამიშვილის, მრევლიშვილის, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, გალავნის, ბეთანიის, განთიადის, სათემოს, კვესეთის, ბზიფის, დომინიკას, ერისთავის, თეძამის, ახალუბნის, კვალეთის, გედევანიშვილის, რაზიკაშვილის, გუმბრის, შაქრიანის, ოძისის, აწყურის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, გუჯარეთის, ამირეჯიბის, კალანდაძის, ანდღულაძის, არველაძის, ძევერის, კაკაბაძის, წალენჯიხის, მიქელაძის (ყოფილი საბარგოს), ნანეიშვილის, შერვაშიძის, დურმიშიძის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, თამაზ პაპიაშვილის, ონიანის, კობარეთის, ხარაბაძის, კასპის, ავლიპ ზურაბიშვილის, კოშკოვანის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, ყვარლის, ტოლენჯის, გარეკახეთის, დოესის, ხაჩატურიანის, აფანასიევის და გელა მებაღიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის შესახვევის, დოესის, აწყურის, ივერიელის, კასპის, წინანდლის, ლეხ კაჩინსკის, 300 არაგველის, შირაქის, სპანდარიანის, ცუცხვათის და შორაპნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების VII, VIII, IX, X, XI ქუჩების, ხომლელის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, ღრმაღელეს, რიონჰესის, ქართლის, გიორგი სააკაძის, თმოგვის, ჭიჭიკო ბენდელიანის, დაისის, დიდი ჯიხაიშის, კნოლევის, კოკინაკის, მოლოკოვის, პეტრე გრუზინსკის, ჯავის, თორნიკე ერისთავის, ზედაზენის და გუდამაყრის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე სოლომონ II, ნიშნიანიძის, წინანაურის, დიდი ხეივნის, გორგასლის, გრიშაშვილის, გულუას, ორთაჭალის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.