აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო, ამერიკული არმიის მოქმედ სამხედროს, სქესის შეცვლის ოპერაცია დაუფინანსა.
“დღეს მოქმედ სამხედროს სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაუტარდა. სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებს მსგავსი ოპერაციების ჩასატარებლად არ გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა, ამიტომ ეს კერძო კლინიკაში ჩატარდა, – წერია პენტაგონის განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, ამერიკულ არმიაში 1,3 ათასამდე ტრანსგენდერი სამხედრო მსახურობს.
26 აგვისტოს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ობამას ადმინისტრაციის დროს გაუქმებული აკრძალვა ტრანსგენდერების სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით, ისევ ძალაში შევა.
30 აგვისტოს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა დონალდ ტრამპის ბრძანების შესრულება შეაჩერა. პენტაგონის ხელმძღვანელის, ჯეიმს მეტისის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნული იყო, რომ ის თავის პოზიციას პრეზიდენტს საბჭოს მიერ რეკომენდაციების გამოქვეყნებისა და ასევე ნაციონალური უსაფრთხოების ხელმძღვანელთან კონსულტაციების შემდეგ წარუდგენს. “მანამდე კი მოქმედი პოლიტიკა ძალაში დარჩება”- განაცხადა მეტისმა.

