ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხვალ პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრაა დაგეგმილი

პრაღაში ხვალ აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა იმართება.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წელს დადებული შეთანხმება იქნება.

“ქართულმა მხარემ რამდენჯერმე დაადასტურა, რომ მზად არის ამისთვის, მაგრამ ჯერჯერობით, რუსული მხარე თავს იკავებს. ჩვენ შევეცდებით, გავერკვეთ, რამდენად არის მზად რუსეთი შეთანხმების შესასრულებლად და შევეცდებით, კონტრაქტების გაფორმების შესაძლო ვადებზე ჩამოვყალიბდეთ.

ჩვენს შვეიცარიელ პარტნიორებსაც დავუდასტურეთ მზაობა და არანაირი კითხვები საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ არსებობს. შევეცდებით, გავერკვეთ დეტალებში, რა არგუმენტები აქვს რუსულ მხარეს. ასევე, შევეცდებით, დავაყენოთ საშველი და შევთანხმდეთ თარიღზე, თუ როდის უნდა გაფორმდეს კონტრაქტები, რომ გადავიდეთ იმპლემენტაციის ეტაპზე” – აღნიშნავს ზურაბ აბაშიძე.

იტვირთბა....