ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამეთაურო-საშტაბო სწავლება “დიდგორი 2017” დაიწყო

კრწანისში, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“ მიმდინარეობს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ სამეთაურო-საშტაბო სწავლების მართვის პუნქტი მოინახულა.

სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და სწავლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“ სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სწავლებაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა და საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ჩართული.

„დიდგორი 2017“ გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ურთიერთგაგებისა და კორდინაციის გაღრმავებას, ასევე კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას ისახავს მიზნად.

იტვირთბა....