ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტოლერანტობას, როგორც ღირებულებას, შესაძლოა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს

“ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისთვის”- ამ სახელწოდებით შეხვედრა “ქორთიარდ მარიოტში” იმართება.

შეხვედრაზე საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველოში ტოლერანტობას შესაძლოა არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ამ ინიციატივით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე გამოდის.

“რელიგიის სააგენტო გამოდის ინიციატივით მთავრობის, საზოგადოების რელიგიების წინაშე, საქართველოში არსებულ შემწყნარებლობას – ტოლერანტობას, როგორც ფენომენს, როგორც ღირებულებას, მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი”, – აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ.

იტვირთბა....