ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი პოლიციამ დააკავა

ინციდენტი იუსტიციის სახლთან,”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი პოლიციამ დააკავა.

ზვიად კუპრავამ, იუსტიციის სახლთან, აქცია მოაწყო, რომლის სახელწოდებაც იყო “არა ძალადობას!”.

კუპრავა იმ 41 ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელდახელო მემორიალის დადგმას ცდილობდა, რომლებიც მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სწორედ სამართალდამცავი უწყებების ქმედებებს შეეწირნენ.

კუპრავას ბანერის დადგმის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს, ამ ფაქტს მოჰყვა სიტყვიერი შელაპრაკება და დაპირისპირება.

“ჩვენ არ ვაპირებდით მის ჩაბეტონებას და მყარად დამონტაჟებას. ამ ბანერზე არის წარწერა, სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვინც სისტემამ ბოლო წლების განმავლობაში, 2012 წლიდან, ბარბარე რაფალიანციდან პაატა პავლიაშვილის ჩათვლით, ყველა ის ადამიანი, ვინც არის სისტემის მსხვერპლი,”-აღნიშნა ზვიად კუპრავამ.

როგორც ცნობილი გახდა, ზვიად კუპრავას გარდა დაკავებულია აქციის კიდევ ორი მონაწილე, რამაზ კოკოშაშვილი და ბადრი ხიდაშელი.

აქციის დანარჩენი მონაწილეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლებენ. სავარაუდოდ, დაკავებულებსაც იქ გადაიყვანენ.

იტვირთბა....