ოპოზიცია ლარის გაუფასურების პასუხიმსგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ხელისუფლების არაკომპეტენტურობის ფასს საქართველოს მოსახლეობა იხდის.
„დღეს გვაქვს შედეგი იმ უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური პოლიტიკის, რომელსაც ახორციელებდა „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს არის მათ პასუხისმგებლობა და სამწუხაროდ ამის ფასი თითოეულმა ჩვენმა საქართველოს მოქალაქემ უნდა გადაიხადოს,“-აცხადებს ლევან თარხნიშვილი.
ზურაბ მელიქიშვილის პროგნოზით კი ლარს პოზიტიური პერსპექტივა არ გააჩნია და მისი გაუფასურება მომავალშიც გაგრძელდება.
„ყოველდღიურად მძიმდება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება, ყოველდღიურად იზრდება ფასები პროდუქტებზე, რაც რა თქმა უნდა ამძიმებს სოციალურ ფონს მთელს ქვეყანაში. მომდევნო პერიოდის განმავლობაში ამ მთავრობის ხელში პოზიტიური პერსპექტივა ლარს სამწუხაროდ არ აქვს,“-განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
მმართველი გუნდის აზრით, კი, “ქართული ოცნება” ეროვნული ბანკისგან მეტ განმარტებას ითხოვს.
„როდესაც ასეთი ეკონომიკა გვაქვს როგორიც ჩვენ გვაქვს, ის ყოველთვის არის მოწყვლადი და შესაძლებელია გარკვეული ტიპის მცურავი კურსი არსებობდეს. ეროვნული ბანკის სამიზნე არის ინფლაცია და არა გაცვლითი კურსი. ამ ორივეს ერთად რეგულირება ძალიან ძნელია. რამდენად წარმატებულია ის? ხარვეზები არის, მაგრამ საგანგაშო ჩემი აზრით არ არის ინფლაციასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ სახეზე გვაქვს ფასების მატება,“-განაცხადა რომან კაკულიამ.
ეროვნულ ბანკში განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით დოლარი 2.68 ლარი ღირ