ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

112-ის შენობასთან მიმდინარე საგზაო სამუშაოების დროს ორი მუშა დაშავდა

თბილისში, 112-ის შენობასთან მიწის ჩამოშლის შედეგად 2 მუშა დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, მუშები სანიაღვრე არხს თხრიდნენ, როდესაც მიწის მასა ჩამოიშალა და ორი მათგანი მოიყოლა. სავარაუდოდ მიწის ადგილი ტრაქტორის მუშაობის გამო ჩამოიშალა, რომელსაც ნუცუბიძეზე მდებარე მშენებარე კორპუსამდე საკანალიზაციო მილი გაჰყავდა. დაშავებულებიდან ერთ-ერთი ტრაქტორის მძღოლი, მეორე კი მუშაა.

დაშავებულებს რამდენიმე საშუალო სირთულის დაზიანებები აქვთ. ამ დროისთვის ისინი სამაშველო ბრიგადებს ამოჰყვათ. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

იტვირთბა....