“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სამთავრობო ცვლილებებს სამშვიდობო ოპერაციას უწოდებს და აცხადებს, რომ სისტემური ცვლილებები უნდა მოხდეს.
“შემდეგი გაჩერება იქნება კვირიკაშვილი და ამას აუცილებლად ვნახავთ. ყველა ხედავს, რომ სამშვიდობო ოპერაცია სამთავრობო კარუსელის სახით არის ნაჩქარევი, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ არ არის გააზრებული, რატომ და რისთვის ხდება.
ეს ცვლილებები იმისათვისაა, რომ გარკვეულად დაკმაყოფილდეს ოპოზიციის მოთხოვნები და საზოგადოებაში გაჩენილი უკმაყოფილება გადაფარონ,” განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა, რომელიც მთავრობას სამინისტროების გაერთიანებას უწუნებს. ინაშვილი დადებითად აფასებს მხოლოდ ევროინტეგრაციის სამინისტროს საგარეო უწყებასთან შეერთებას.
13 ნოემბერს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა განახლებული კაბინეტი წარადგინა.