სახალხო დამცველის თანამდებობაზე სოფო ხორგუანის კანდიდატურაც განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლი ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, ამ საკითხზე მთავრობაში უკვე იმსჯელეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
თავად სოფო ხორგუანი ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ასეთი მსჯელობის შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილია. თუმცა მას მმართველი გუნდის მხრიდან ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ მიუღია.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურებზე მსჯელობა მთავრობაში უკვე გაიმართა.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე ცნობილია, რომ განიხილება თამარ ქალდანის და სოფო ჯაფარიძის კანდიდატურები.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს.