ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის საკრებულოში თავმჯდომარე და მოადგილეები შეირჩა

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. მის კანდიდატურას საკრებულოს 40-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი ერთი იყო. თავმჯდომარის მოადგილეებად მარიკა დარჩია, გიორგი ახვლედიანი და დავით უჯმაჯურიძე შეირჩა.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, პოსტს ნონა ყანდიაშვილი უხელმძღვანელებს.

ენმ-მ და “პატრიოტთა ალიანსმა” კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

დღეს განახლებული საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს.

იტვირთბა....