ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და პოლიციას შორის აქციაზე დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

მთავარ პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას მართავენ, სადაც აქციის წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მიზეზი კარვების გაშლის მცდელობა იყო.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა და ზარალის ანაზღაურებაა.

ამ ეტაპზე სამართალდამცავები ცდილობენ, სამინისტროს ტერიტორიიდან კარვები გაიტანონ.

აქციის მონაწილეების „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის გამჩენი პირისა და ასევე დაინტერესებული პირების გამოვლენასაც ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივი აქციებით იმუქრებიან.

იტვირთბა....