“ალექსანდრე ჯეჯელავა, არ არის ალბათ ცუდი ადამიანი და მინდა, თუ მას გული ვატკინე ჩემი მწარე გამონათქვამებით, ბოდიში მოვუხადო”, -ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა:
” ის აღარ არის თანამდებობაზე და მასაც აღარ აქვს თმენის ვალდებულება. ბოლოჯერ გავიხუმრებ- პოლონეთში შეიძლებოდა მისი სავაჭრო ატაშედ დანიშვნა, იმიტომ, რომ ევროპიდან ვაშლის ყველაზე დიდი ექსპორტი პოლონეთიდან მოდის. ” -განაცხადა ხუხაშვილმა.
განათლების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უწყება ახალ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს დღეს გადააბარა.

