ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები აღდგა

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები პრაქტიკულად სრულად აღდგა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სოჭში თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიპ ერდოღანთან შეხვედრის დროს განაცხადა.

თურქეთის ლიდერმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა პოლიტიკურ, სამხედრო და სავაჭრო თანამშრომლობის კუთხით ყოველდღიურად ვითარდება.

მიმდინარე წელს ეს პუტინისა და ერდოღანის რიგით მეოთხე შეხვედრაა. ბოლოს მათ შეხვედრა სექტემბერში ჰქონდათ.

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები 2015 წელს დაიძაბა, როდესაც თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

იტვირთბა....