ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოს მთავრობამ საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების მიხედვით ქვეყნები დაასახელა

საქართველოს მთავრობამ საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების კუთხით არაკეთილსაიმედო ქვეყნების სია გამოაქვეყნა.

ბურკინა, ფასო, საფრანგეთი, იტალია, მოზამბიკი, ნიგერია, რუმინეთი, შვეიცარია, ტანზანია, უკრაინა, ზამბია – ამ ქვეყნებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს ჯილეხია გამოვლინდა.

ეგვიპტეში, ელ სალვადორში, უნგრეთში, ინდონეზიაში, ყაზახეთში, მალაზიასა და ურუგვაიში ცოფის შემთხვევებია დაფიქსირებული.

დაავადება აუესკი 2017 წელს პაპუა ახალ გვინეაში გამოვლინდა.

2017 წელს დაავადება თურქული დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში: ალჟირი, ანგოლა, აზერბაიჯანი,ბჰუტანი, ბოცვანა, ჩინეთი, პალესტინის ავტონომიური რესპუბლიკა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი, თურქეთი, ზამბია, ზიმბვაბვე, კოლუმბია, კონგო, გვინეა, ბისაო, ისრაელი,ინდოეთი, იორდანია, ჩრდილოეთ კორეა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, მალავი, მონღოლეთი, მოზამბიკი, მიანმარი, ნამიბია, ნეპალი, სომხეთი, ქუვეითი, მაურიტიუსი, საუდის არაბეთი.

საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების,ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა საკმაოდ ვრცელია.

აღნიშნული ნუსხა დღეს 13 ნოემბერს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

„20 დღე – ჯილეხი, ცხენის გრიპი; 30 დღე – ცხენის რინოპნევმონია; 3 თვე – ფუტკრის ამერიკული სიდამპლე, ფუტკრის ევროპული სიდამპლე, ვაროატოზი; 6 თვე – ცოფი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, ცხვრისა და თხის ყვავილი, მიქსომატოზი, ფრინველის ინფექციური ბრონქიტი, ნიუკასლის დაავადება, ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, ჰემორაგიული დაავადება, ნოდურალური დერმატიტი; 12 თვე – თურქული, ენზოოტიური ლეიკოზი,აუესკის დაავადება, ღორის კლასიკური ჭირი, ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი; 2 წელი –  ვეზიკულური სტომატიტი,კონტაგიოზური, პლევრო პნევმონია, ცხვრის კატარალური ცხელება (ბლუთანგი), ცხენების ინფექციური ანემია; 3 წელი – წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, ღორის აფრიკული ცხელება; 4 წელი – რიფტველის ცხელება; 5 წელი – ღრუბლებისებური ენცეფალოპათია, ცხვრის სკრეპი“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მთავრობის განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ ამ ნუსხაში მოხვედრილია ქვეყნები, სადაც დაფიქსირებული იყო დაავადებები ბოლო პერიოდის განმავლობაში.

დაავადებათა ნაწილის შემთხვევაში შეზღუდვა წესდება იმპორტის ნებართვის გაცემაზე.

იტვირთბა....