საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0039 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.6538 გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის (10 ნოემბერი) მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.6499 ლარი ღირდა.
0.0022 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0904 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0882 ლარი იყო.