ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახი კალაძემ დედაქალაქის მერიაში ახალი გუნდი წარადგინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში ახალი გუნდი წარადგინა. კალაძემ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის და განაცხადა, რომ მას სრულად აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა რასაც მას დედაქალაქის მერობა აკისრებს.

მისი თქმით, მისი გეგმების განხორციელებას კომპეტენტური ადამიანები სჭირდება, კალაძე ამბობს, რომ მისი გუნდის წევრები სწორედ ასეთები არიან.

ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იქნება, მერის მოადგილეები იქნებიან მაია ბითაძე და ირაკლი ბენდელიანი, მერის მოადგილის თანამდებობაზე რჩება გიგა ნიკოლეიშვილი. კალაძის თქმით მეხუთე მოადგილე იქნება ილია ელოშვილი, რომელიც მათ გუნდს უახლოეს მომავალში შეუერთდება, მას შემდეგ რაც ენერგეტიკის სამინისტროს რეორგანიზაცია მოხდება. საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების წარდგენას კალაძე უახლოეს მომავალში გეგმავს.

 

იტვირთბა....