ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

350 000-ით გაზრდილი ქონება: ვინ არის ახალი შს მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შს მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. მანამდე გახარია “ქართული ოცნების” მიერვე შექმნილ ბიზნეს-ომბუდსმენის თანამდებობას იკავებდა, ხოლო შემდეგ, ის ეკონომიკის მინისტრი იყო.

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ისტორიკოსის აკედამიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა. ამის შემდეგ გვახარიამ მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. 2002-2004 წლებში გახარია ლომონოსოვის უნივერსიტეტში ბიზნესის მაგისტრის ხარისხი მიიღო.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, გიორგი გახარია 2013 წელს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას იკავებდა. ხოლო 2014-2016 წლებში ის პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა ეკონომიკურ საკითხებში.

2004- 2008 წლებში ეკონომიკის მომავალი მინისტრი SFK Group ხელმძღვანელი იყო. გახარიას აკადემიური გამოცდილებაც აქვს. ის ლომონოსივის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.

გახარიამ ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2016 წლის მაისში შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ეკონომიკის მომავალ მინისტრს მოსკოვში ბინა აქვს. მისი მეუღლე მარიკა ფანცულაია კი თბილისში მაზნიაშვილის ქუჩაზე 395.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს. ერთი წლის განმავლობაში ბიზნეს-ომბუდსმენის თანამდებობაზე მუშაობისას გიორგი გახარიამ 75 000 ლარი აიღო ხელფასის სახით. 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, გახარიას “რაიფფაიზენ ბანკის” ანგარიშზე არსებული თანხა შეადგენდა 102900 აშშ დოლარს.

გახარიამ მორიგი დეკლარაცია 2017 წელს შეავსო. არის თუ ცვლილება დეკლარაციაში? რა შეჰმატა მან თავის ქონებას მინისტრობის დროს. ახალი დეკლარაციის მიხედვით, “რაიფფაიზენ ბანკის” ანგარიშზე არსებული თანხა გაიზარდა და ახლა ის შეადგენს 452 900 აშშ დოლარს.

შეგახსენებთ, პრემიერმა კვირიკაშვილმა შს მინისტრად დღეს გიორგი გახარია წარადგინა.

იტვირთბა....