ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილი: ჩვენი აქციები უსაფრთხოა, მაგრამ საფრთხეს ატარებს ოლიგარქებისთვის

დღეს, კიევის ცენტრში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. აქცია მიხაილოვსკის მოედანზე დაიწყო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ აქციაში 1000-ზე მეტი ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას, რის გამოც 300 სამართალდამცველი იყო მობილიზებული.

აქციის მონაწილეები პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღებას და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნისკენ მოუწოდებენ. მომიტინგეებს სიტყვით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც აქციაზე მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად მივიდა.

“მადლობა თქვენ, რომ ამინდის მიუხედავად, ყველა მედიაში დაბლოკვის მიუხედავად აქ ხართ. ზეციური ასეულის გმირებს უნდა ვუთხრათ, რომ მათი გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. აქ ცოლთან და შვილებთან ერთად მოვედი. უნდა დავამტკიცო, რომ საუბრები ჩვენი აქციების საშიშროებისა და აგრესიულობის შესახებ ტყულია. ჩვენი აქციები უსაფრთხოა, მაგრამ საფრთხეს ატარებს ოლიგარქებისთვის,”-მიმართა აქციის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....