“ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ მთავრობაში ცვლილებები იგეგმება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში მოლაპარაკებები ამდრომდე მიმდინარეობს.
“მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსჯელობა. ხვალ პრემიერ-მინისტრი ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას გააკეთებს, მანამდე სხვა კომენტარებისგან ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ. პარტიის ხელმძღვანელობასთან არის კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. პარტიის ხელმძღვანელობა მსჯელობს გარკვეულ საკითხებზე. კონკრეტული დეტალების დაზუსტება ამ ეტაპზე არ შემიძლია. დავუტოვოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარტიის ლიდერს იმის უფლება, რომ ხვალ თავად გააკეთოს განცხადება”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.