ცესკო-ს 12:00 საათის მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა აქტივობა ექვსივე ოლქში 11,55%-ია, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე 37914 ამომრჩეველი მივიდა.
ცესკო-ს ინფორმაცითვე, ყველაზე აქტიური 12:00 საათისთვის არის ოზურგეთი – 21.5%-ით. ეს 13 372 ამომრჩეველს ნიშნავს.
რაც შეეხება ქუთაისს, არჩევნებზე 9409 ამომრჩეველია მისული, რაც საერთო რაოდენობის 6.2 %-ია.
ყაზბეგში არჩევნების მეორე ტურში 12:00 საათისთვის ამომრჩევლების 17.4% დაფიქსირდა, ხაშურში – 11.5%, ბორჯომში – 18.2%, მარტვილში კი 11.5 % მივიდა ხმის მისაცემად.
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.