aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მრავალეროვანი საქართველო: ხაშურსა და ბორჯომში ხმის მიცემის პროცესში დაფიქსირდა ხარვეზები

aviabiletebi
ავიაბილეთები

არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველო” არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“სამონიტორინგო პროგრამა ფარავს ბორჯომის #36, ხაშურის # 35 და ყაზბეგის # 29 საარჩევნო ოლქებს.

სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 83 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის 63 საუბნო, 16 მობილიური ჯგუფის, 3 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესბამისად: ყველა დამკვირვებელი დაუბრკოლებლივ შეუშვეს საარჩევნო უბანზე; ყველა დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლად დაკვირვებოდა უბნის გახსნისა და მოწყობის პროცედურებს; ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის; არ დაფიქსირდა არცერთი დარღვევა უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში.

მიუხედავად აღნიშნულისა ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ ხმის მიცემის პროცესში დაფიქსირდა ორი ხარვეზი, კერძოდ:

ხაშურის #35 საარჩევნო ოლქის #1 უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რის შესაბამისადაც ამომრჩეველმა საარჩევნო კონვერტი მოათავსა გადასატან საარჩევნო ყუთში, ნაცვლად ძირითადი საარჩევნო ყუთისა. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც გადასატანი საარჩევნო ყუთი გაიხსნა და ხელმეორედ დაილუქა.

ბორჯომის #36 საარჩევნო ოლქის # 15 უბანზე ამომრჩეველზე გაცემულ იქნა ბიულეტინი ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელმოწერის დაფიქსირების გარეშე. ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც ხარვეზი აღმოფხვრილ იქნა”, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

იტვირთბა....