ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულუკიანი: შეიქმნება საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც არ ექნება საპროკურორო უფლებამოსილებები

იუსტიციის მინისტრი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმმის შექმნის შესახებ კომენტარს აკეთებს. აღნიშნული მექანიზმი გულისხმობს სამართალდამცავ უწყებაში ჩადენილი სხვადასხვა სახის დანაშაულის გამოძიებას.

ამის თაობაზე მინისტრმა სტრასბურგში, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის მიმდინარეობის დროს განაცხადა.

ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

„დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. კანონპროექტის მთავარი მიზანია, შეიქმნება საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც არ ექნება საპროკურორო უფლებამოსილებები, მაგრამ ექნება ძალიან ძლიერი ინსტიტუციური მხარდაჭერა, რომ გამოიძიოს პოლიციაში, ციხეებსა თუ სხვა ძალოვან სტრუქტურებში ჩადენილი შესაძლო დანაშაული“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იტვირთბა....