aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცესკოს პრესსპიკერი: არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხვალ, დილის 08:00 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩევლის მისაღებად.

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, საარჩევნო ბიულეტენები უკვე დაბეჭდილია და ყველა საჭირო ინვენტარი გადაგზავნილია თითოეულ საარჩევნო უბანზე. არჩევნებისთვის უბნებზე რეგისტრირებულია 328 272 ამომრჩეველი.

არჩევნებზე მისულ მოქალაქეს მერის ასარჩევად მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტინი დახვდება.

„მეორე ტურებში სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში მონაწილეობს ექვსი საარჩევნო სუბიექტი, რომელთაგანაც ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია. საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე. მათ შორის, ერთი უბანი არის ქალაქ ქუთაისში, რომელიც არის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი,” – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურები ხვალ, ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში ჩატარდება. ესენია: ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი და მარტვილი. ამ საარჩევნო ოლქებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა, პირველ ტურში ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა.

იტვირთბა....