ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ედუარდ შევარდნაძის ოჯახის მიმართვას ეხმიანება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსადმი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილების მიმართვას ეხმაურება.

„გვსურს, განვმარტოთ, რომ 9 ნოემბერს ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმასთან დაკავშირებული გამოფენა ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო და ელჩი მის მომზადებაში ჩართული არ ყოფილა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი საღამოზე მოწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.

აქვე განვმარტავთ, რომ ევროპის მოედანზე მუდმივად რჩება მხოლოდ ბერლინის კედლის ფრაგმენტი, ხოლო გამოფენა მხოლოდ 9 ნოემბრის საღამოსთვის იყო ორგანიზებული.

მთავრობის ადმინისტრაცია იზიარებს ედუარდ შევარდნაძის ოჯახის მიმართვის შინაარსს და ადასტურებს მის უდიდეს როლს გერმანიის გაერთიანების ისტორიულ მოვლენაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....