ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილი ავიაკომპანიის თანამშრომელს მიმართავს: არ გადმომიცია უფლებამოსილება, რომ ჩემი შვილი თქვენ გყოლოდათ

“ახლა აქ შემთხვევით ვიმყოფები. დღეს ქალაქიდან გასული ვიყავი. მაინტერესებს, რომ გამოიყვანეთ ბავშვი, სად მიგყავდათ? ადამიანი, რომელიც მას ახლდა ოფიციალური დაცვის წარმომადგენელია. რატომ გამოიყვანეთ ბავშვი, როდესაც აქ მას არავინ არ უნდა დახვედროდა. ის ბარგი კი არ არის, არასრულწლოვანია. რა უფლება გქონდათ, რომ ასე გამოგეყვანათ. მე არ გადმომიცია თქვენთვის უფლებამოსილება, რომ ჩემი შვილი თქვენ გყოლოდათ,”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ავიაკომპანიის თანამშრომელთან საუბრსას.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ სააკაშვილი უკრაინაში დაცვის წევრთან ერთად ჩავიდა. დაცვის წევრი ქვეყნაში არ შეუშვეს. ამის შემდეგ არასრულწლოვანი მესაზღვრეებთან რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ნიკოლოზ სააკაშვილი მამას მას შემდეგ დაუბრუნეს, როდესაც კიევის ბორისპოლის აეროპორტში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მივიდა.

იტვირთბა....