ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი: კახი კალაძის მერობა იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დავით ნარმანიას საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენას ეხმაურება.

“მე მინდა, მადლობა გადავუხადო მას, ვუსურვო მომავალ საქმიანობაში ბევრი წარმატება და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ცხოვრება წინ მიდის და, რა თქმა უნდა, ყველანი ველოდებით სრულიად საფუძვლიანად, რომ კახი კალაძის მერობა იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი თბილისისთვის და ეს ასეც იქნება.

რა თქმა უნდა, კახის წარმატება ყველაზე მეტად, დარწმუნებული ვარ, დავითს გაუხარდება, იმიტომ რომ ის არის კარგი ადამიანი. დავით ნარმანია დარჩება ჩვენი გუნდის წევრად და განიხილება სხვადასხვა ვარიანტი”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....