ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალციხეში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

“ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახალციხეში, 1958 წელს დაბადებული მ.ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დროებით მფლობელობაში არსებულ თურქულ ბარში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.

სამართალდამცველებმა ბარში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით)”.

იტვირთბა....