გუშინ, გამთენიისას ახალციხეში დაკავებული გრიგოლ კაპანაძის ოჯახი აცხადებს რომ ახალგაზრდა სასტიკად არის ნაცემი და პოლიციელებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს.
ოჯახი ადვოკატებთან ერთად შს მინისტრს მიმართავენ, რომ გრიგოლ კაპანაძის დაკავებაში მონაწილე სამართალდამცველები დაისაჯონ. მათი განცხადებით, ოჯახი ძალოვანი უწყებისგან დევნას განიცდის:
„ჩვენს ოჯახს დევნა აქვს. უფროს ბიჭს წინა სამმართველოს წინა უფროსმა იარაღი ჩაუდო, ეს მთელმა საქართველომ იცის, მაგის გამო ციხეში იზის, ახლა პატარა ბიჭი. ამის სიმამრი კანონიერი ქურდია და ამის გამო დაგვდევენ,“ – აღნიშნა გრიგოლ კაპანაძის მამამ.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გუშინ გამთენიისას მოხდა. კერძოდ, პოლიციამ გრიგოლ კაპანაძე 3 მეგობართან ერთად ბარის თანამშრომლებთან შელაპარაკების გამო ბარშივე დააკავა. მას ხულიგნობის ბრალდებით 10 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

