ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ასაკის ქალის სიცოცხლე შეეწირა

ახმეტის სოფელ ზემო ალვანში ქვეითად მოსიარულეს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

როგორც ცნობილია, 70 წლამდე ასაკის ქალი ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაშავებული საავადმყოფოში მიიყვანისთანავე გარდაიცვალა.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....