ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
დღევანდელი მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ფასი 2.6499 გახდა. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0129 პუნქტით გაუფასურდა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0882 ლარია ანუ ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში 0.0274 პუნქტით გაუფასურდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.6370 ლარი ღირდა, ხოლო 1 ევროს ოფიციალურ ღირებულებას 3.0608 ლარი შეადგენდა.