მიცკევიჩის 19 ნომერში სტომატოლოგიური კლინიკა “ნიუდენტის” დაყაჩაღება სცადეს. როგორც ცნობილი ხდება, კლინიკაში ორი ნიღბიანი შეიჭრა, თუმცა კლინიკის დაყაჩაღება ვერ მოახერხეს. “ნიუდენტის” თანამშრომლებმა პოლიციის გამოძახება მოასწრეს. მიმდინარეობს გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოჩანაწერების გაცნობა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილიდან თანხა არ წაუღიათ, საქმეში არ ფიგურირებდა ცეცხლსასროლი იარაღი და ეჭვმიტანილი სავარაუდოდ დანით იყო შეიარაღებული.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო.

