იერუსალიმის მედიის „იერუსალიმ პოსტის“ ინფორმაციით, ისრაელში საქართველოს ორი მოქალაქის არალეგალურად შეყვანის ბრალდებით ქვეყნის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და აეროპორტის თანამშრომელი დააკავეს.
როგორც ირკვევა ეჭვმიტანილები „ბენ გურიონის“ აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებისგან შესვლის სანაცვლოდ, ქრთამს იღებდნენ.
45 წლისა და 28 წლის ეჭვმიტანილებს ბრალად თაღლითობა, ქრთამის აღება და სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება ედებათ.