ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნინო გვენეტაძის განცხადებაზე დაუყოვნებლივ გამოძიება უნდა დაწყებულიყო”

ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი გიორგი ტურაზაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს უზენაესი სასაამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე დაუყოვნებლივ გამოძიება უნდა დაწყებულიყო. მისი აზრით, ეს პროკურატურის მხრიდან ინტერესის უგულველყოფაა.

,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ამ განცხადებას დუყონებლივ უნდა მოყოლოდა გამოძიების დაწყება. გამოძიების არ დაწყება ნიშნავს პროკურატურის მიერ საჯარო ინტერესის უგულებელყოფას და ფუნქციურ გულგრილობას…” _ აცხადებს ტურაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა: მე ვარ ძალადობის მსხვერპლი.

მან აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს წევრები ცდილობენ გააგრძელონ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა და საბჭოს თავმჯდომარეს მიაღებინონ მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თავდაპირველად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს უვადოდ არჩეული 34 მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე დაუპირისპირდნენ, ხოლო მოგვიანებით დამატებითი სხდომის ჩანიშვნის საკითხზე შეკამათდნენ.

ნინო გვენეტაძის განცხადებით, მსგავს რეჟიმში მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია და მის პოზიციებს საბჭოს წევრებს წერილობით გააცნობს.

იტვირთბა....