ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თეა წულუკიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება

თეა წულუკიანი მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლო სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება. მინისტრი აცხადებს, რომ მოსამართლეების დანიშვნის საკითხი მხოლოდ მართმსაჯულების პრეროგატივაა. წულუკიანმა, ასევე, ისაუბრა საბჭოს წევრებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებაზეც.

შეგახსენებთ, რომ ნინო გვენეტაძემ 9 ნოემბერს ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ.

ასევე, მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დახურულ ფორმატში გამართა შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც თანამდებობაზე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები, ასევე, ის მოსამართლეებიც, რომლებიც უვადოდ არ დაუნიშნავთ.

იტვირთბა....