ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: ჩვენ გვაქვს მოტივაცია, რომ 4 წლის განმავლობაში დედაქალაქისთვის განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები

თბილისის ახლადარჩეული მერი კახი კალაძე დავით ნარმანიას საქმიანობას აფასებს.

“ვნახეთ ის პროექტები, რომელიც მოკლე დროში, სამი წლის განმავლობაში განხორციელდა. დათოს ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დახვდა, ძალიან რთული იყო გარკვეული რეფორმების გატარება და ის პროექტები რაც განხორციელდა, მართლაც შთამბეჭდავია”,- აღნიშნა კალაძემ.

კალაძისვე თქმით, ილუზია არავის ჰქონდა, რომ 20-25 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემების მოგვარება სამ წელიწადში მოხერხდებოდა.

“პრობლემები არსებობს, ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობდით წინასაარჩევნო კამპანიის დროს. იმის ილუზია ნამდვილად არავის ჰქონდა, რომ სამი წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა პრობლემის მოგვარება იყო შესაძლებელი, რაც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ენერგია, მოტივაცია, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი დედაქალაქისთვის განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები “,- აცხადებს კახი კალაძე.

იტვირთბა....