ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შუმახერის კომიდან გამოსვლის შანსი გაჩნდა

ლეგენდარული მრბოლელის მიხეილ შუმახერის ჯამრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „მირორი” ავრცელებს. ოჯახის წევრების განცხადებით, შუმახერი კომატოზოურ მდგომარეობაში რჩება, თუმცა კომიდან გამოსვლის ნიშნები გამოიკვეთა.

ექიმები აცხადებენ, რომ ეს ნამდვილი სასწაულია და სამომავლო გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. როგორც ოჯახის მეგობარი ჟურნალსტებთან აცხადებს, „შუმახერის მეუღლეს უკვე მიეცა მისი გამოჯანმრთელების იმედი, რადგან არის სიგნალი შორეული სამყაროდან“. აქამდე შუმახერის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცნობილია, რომ კომატოზურ მდგომარეობაში მან 45 კილოგრამი დაიკლო.

შეგახსენებნთ, რომ ლეგენდარულმა მრბოლელმა 2013 წელს, საფრანგეთის კურორტზე თხილამურებით სრიალისას, თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ კომაში იმყოფება.

იტვირთბა....