ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბაქრაძე: 2020 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიბრძოლებთ

ჩვენი ამოცანაა, პარტია იყოს აქტიური და მოსახლეობას შევთავაზოთ უკეთესი ალტერნატივა – ამის შესახებ პარტია ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა:

”პენსიის ზრდა, გადასახადების შემცირება და შეღავათი ბიზნესისთვის, ფაროსანათი დაზარალებული მოსახლეობის დახმარება – ეს არ არის სარჩევნო თემები, ეს არის ის საკითხები, რომელზე მუშაობასაც გავაგრძელებთ.

ჩვენი ამოცანაა, მათ შორის არასაარჩევნო პერიოდში ვიმუშაოთ ისეთ საკითხებზე, რომელიც აწუხებს მოსახლეობას.

ჩვენი ამოცანაა, პარტია იყოს აქტიური, მოსახლეობას შევთავაზოთ უკეთესი ალტერნატივა დღევანდელი გაჭირვებული ცხოვრების და ამ ყველაფრის შედეგად პარტია კიდევ უფრო გაძლიერდეს, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენს ხალხთან ერთად ვიბრძოლოთ ხელისუფლებაში მოსასვლელად და ”ქართული ოცნების” პოლიტიკურად სახლში გასაშვებად”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იტვირთბა....