გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში სასურსათო მაღაზია გატეხეს. ინფორმაციას ამის შესახებ PIA ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მაღაზია გვიან ღამით გატეხეს, საიდანაც წაღებულია პროდუქტი და გარკვეული რაოდენობის თანხა.
მაღაზიის მეპატრონემ მომხდარის შესახებ დღეს დილით გაიგო, როცა კარი გატეხილი დახვდა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.