ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თაკო ჩარკვიანი მამის დაკრძალვაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

არ დაიჯეროთ, რომ ეს ორი ქალბატონი, რომელიც აქ იყო, ბატონი გამსახურდიას მომხრეები იყვნენ,-ამის შესახებ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის შვილმა, პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა მთაწმინდის პანთეონში, სადაც სამგლოვიარო ცერემონიის მიმდინარეობისას მომხდარი მცირე ინცინდენტის შემდეგ საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

”მე ბედნიერი ვარ რომ გაერთიანდა საქარველო, მე ასე მომეჩვენა. ზვიად გამსახურდიას მომხრე, ცოტნე გამსახურდია პანაშვიდზე მოვიდა. ჩემთვის, ამაზე დიდი გამარჯვება, ჩემი ქვეყნისთვის არ არსებობს. არ დაიჯეროთ, რომ ეს ორი ქალბატონი, რომელიც აქ იყო, ბატონი გამსახურდიას მომხრეები იყვნენ. გამსახურდიას ოჯახის პატივისმცემელი აქ ზის – ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა ძალიან დიდი მწერლის შემოქმედებას. ძლივს შეკოწიწებული და გაერთიანებული საქართველო არ ჩაგვიშალოთ!”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გუშინ, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

“გაეთრიეთ აქედან”: ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)

 

 

იტვირთბა....