ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“დიდი ბანკები დაასუბსიდირებენ მცირე ზომის ბანკებს”

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, დავით წიკლაურის განცხადებით, დიდი ბანკები დაასუბსიდირებენ მცირე ზომის ბანკებს. ამის შესახებ მან დეპოზიტების დაზღვევს სისტემის შეფასებისას განმარტა:

„საქართველოში საბანკო სექტორი საკმაოდ ჯანსაღია. შესაბამისად, დღეს არის ეს გასაკეთებელი თუ მოგვიანებით, კვლავ კითხვაა განსაკუთრებით დიდი ბანკების მხრიდან, თუმცა კანონი უკვე მიღებულია და სისტემა ამოქმედდება.

დიდი ბანკების დეპოზტების ბაზა ბევრად დიდია და ფონდის მიერ აკუმილურებული თანხაა სხვაა. მათემატიკურად გამოდის, რომ დიდი ბანკები დაასუბსიდირებენ მცირე ზომის ბანკებს.

ვმუშაობთ რომ სისტემა დაინერგოს სწორი სახით.

სააგენტო საკმაოდ მცირე ზომისაა, 5 კაცი შედის მასში და ამიტომ სააგენტომ საკმაოდ ეფექტურად უნდა იმუშავოს“, – აღნიშნა დავით წიკლაურმა.

იტვირთბა....