„კანდიდატად რომ განვიხილები, ეგ თქვენგან მესმის პირველად. მე არანაირი პოლიტიკური გეგმები და ამბიციები არ მაქვს და იმედია, ასეც იქნება”, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმ გაავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პრეზიდენტის პოსტზე “ქართულმა ოცნებამ” მისი კანდიდატურა განიხილოს.
ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი ნაადრევია.
“საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი. ამ ეტაპზე არც ერთი კანდიდატი არ განიხილება. კანდიდატების განხილვა დაიწყება მას შემდეგ, რაც მოახლოვდება არჩევნების თარიღი”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წელს ჩატარდება.