აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა არ შედგება, –
ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს, თეთრ სახლზე დაყრდნობით. თეთრი სახლის განცხადებაში შეხვედრის ჩაშლის მიზეზად განსახილველი საკითხების ირგვლივ მოლაპარაკების მოსალოდნელი უშედეგობა სახელდება.
როგორც ტრამპის თანაშემწის მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ენტონმი აცხადებდა, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკურ სამიტზე, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ იყო, თუმცა ტრამპი პუტინთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამდა. საუბრის ძირითად თემებად ჩრდილოეთი კორეა, სირია და უკრაინა მოიაზრებოდა.

