ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ევროპის თავზე რადიაქტიური ღრუბელი გამოჩნდა

ევროპის თავზე რადიაქტიური ღრუბელი გამოჩნდა, რომელიც შესაძლოა რუსეთში ან ყაზახეთში მდებარე ბირთვულ ობიექტზე მომხდარი გაჟონვის ბრალი იყოს, -ინფორმაციას საფრანგეთის ბირთვული და რადიაციული ინსტიტუტი ავრცელებს. როგორც ინსტიტუტის წარმომადგენლები აცხადებენ, ადამიანების ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, თუმცა გაჟონვის მომენტში სასურველი იყო მოქალაქეთა ევაკუაცია.

ფრანგი ექსპერტები ამბობენ, რომ რადიაქტიური ღრუბელი ურალის მთების ჩრდილოეთით გაჩნდა. რუსეთის წარმომადგენლების განცხადებით კი, რადიაქტიური ნივთიერების გაჟონვის შესახებ არაფერი იციან.

იტვირთბა....