ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ვიღებდი ღილით და კალმით”: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი მოწმის სახით დაიკითხა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ბორის ფარულავა (მეტსახელად “ბასტი”) ზურაბ ადეიშვილის და დავით ჭაკუას საქმეზე დაკითხეს:

“ვხედავდი ცუდი მოპყრობის ფაქტებს. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა რაღაცის შეცვლა. ვიღებდი რამდენიმე პირის დახმარებით, რომლებიც ამ მოპყრობას აპროტესტებდნენ. ფარული მოწყობილობა მომაწოდა გიორგი ლომიამ. სისტემა რომ შეცვლილიყო, გავერთიანდით ვლადიმერ ბედუკაძე, დათა აკობია, ლომია და მე. ასახულია პატიმრების მასობრივი ცემა, აგენტობის იძულება. ვიღებდი ღილით და კალმით. არ გვქონია შეხება ოპოზიციურ პარტიებთან, არც ანაზღაურება მიგვიღია”, – განაცხადა მოწმემ.

ცნობისთვის, პროკურატურა იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით ჭაკუას უფლებამოსილების გადამეტებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას, პატიმრების წამებას და ძალადობას ედავება. წამების, არაადამიანური მოპყრობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ბორის ფარულავა (მეტსახელად “ბასტი”) მოწმის სახით დაიკითხა.

იტვირთბა....