ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ გიორგი როყვას გაუჩინარების შესწავლა დაიწყო

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შალამბერიძის შტაბის წევრი გიორგი როყვას ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. როყვა 8 და 9 ნოემბერს სამსახურში არ გამოცხადებულა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გიორგი როყვას გაუჩინარებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრებს უწყებისთვის განცხადებით არ მიუმართავთ, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ფაქტის შესწავლა მაინც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი როყვას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ის არჩევნების პირველ ტურში „ევროპული საქართველოდან“ დეპუტატობისთვის იბრძოდა.

იტვირთბა....