ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცესკო: ყველაზე სოლიდურ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს

ცესკოს მონაცემებით, ყველაზე სოლიდურ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს. მას  დაფინანსების ოდენობით ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” მოჰყვება და  მესამე ადგილზე კი  პარტია ”ქართული ოცნებაა”.

ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები ასეთია: – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 2 526 395 ლარი, ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” – 1 470 484 ლარი, ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 1 029 798 ლარი.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საბიუჯეტო დაფინანსებას 20 ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი იღებს. პარტიების დაფინანსების ოდენობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით განისაზღვრება.

21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, თამარ ჟვანია ახალ განკარგულებას უახლოეს მომავალში გამოსცემს.

 

 

იტვირთბა....