ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

თამბაქოს მოხმარება შემცირებულია 15%-ით: მინისტრის მოადგილე

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 წლის 9 თვეში თამბაქოს მოხმარება 15%-ით შემცირდა, -ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების განხილვისას განაცხადა:

“თამბაქოზე 2018 წლის ბიუჯეტის განხილვის დროსაც ვისაუბრეთ. დაგეგმილთან შედარებით შემოსავალი ორი ძირითადი ფაქტორის გამო შემცირდა. ერთი არის, რომ კომპანიების არსებული მარაგი შემცირდა. ეს მარაგი მათ გასული წლის აქციზის განაკვეთებით შემოიტანეს, რომელიც გაიყიდა, თუმცა ახალი პროდუქციის იმპორტირება არ მომხდარა. იმპორტი 30 მილიონი კოლოფით შემცირდა, რამაც დაახლოებით 60 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი მოგვიტანა. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, თამბაქოს მოხმარება იმაზე ნაკლებია, ვიდრე პროგნოზირებული იყო. 8 % იყო პროგნოზირებული. 9 თვის მდგომარეობით, შემცირებულია 15%-ით. შესაბამისად, ამანაც გამოიწვია დანაკლისი.

რაც შეეხება მომავალ წელს, თამბაქოს აქციზი რა თქმა უნდა უფრო მაღალია დაგეგმილი, “- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

იტვირთბა....